ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ადვოკატი აიყვანა. იოზეფ ბლატერს ყოფილი ამერიკელი პროკურორი რიჩარდ კალენი დაიცავს. ამასთან, როგორც შვეიცარიის ხელისუფლება აცხადებს, მოთხოვნის შემთხვევაში, ბლატერს ამერიკულ მხარეს არ გადასცემს. ფიფას პრეზიდენტს თანამდებობის დატოვება კორუფციული სკანდალის გამო მოუხდა, თუმცა მისი ბრალეულობა ჯერჯერობით არ გამოკვეთილა.