ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციას, რომელიც დღს სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრა, ე. წ. პრემიერ-მინისტრი არტურ მექვაბია უხელმძღვანელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ოკუპირებული აფხაზეთის ფინანსთა მინისტრი ამრა კვარანძია, ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა და პრეზიდენტის მრჩეველი ამირან ლაგვილავა.
საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი სანკტ-პეტერბურგში 1997 წლიდან ტარდება და მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან მისი მონაწილეების რიცხვი 4 ათას ადამიანს აჭარბებს.
ესენი არიან უცხოური და რუსული უდიდესი კომპანიების ხელმძღვანელები, სახელმწიფოს მეთაურები, პოლიტიკური ლიდერები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
სანკტ-პეტერბურგში დღეს გამართულ ფორუმს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.