უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ბლოკი უმაღლესი რადას მუშაობის ბლოკირების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, იმისათვის რათა რადას მიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტისათვის ვადის გაგრძელების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიკაცია არ დაუშვას.
"ოპოზიციის ამოცანაა არ დაუშვას "მედვედევ-იანუკოვიჩის პაქტის" რატიფიკაცია. ჩვენ ყველა კანონიერ მეთოდს ვითვალისწინებთ, მათ შორის, ბლოკირებასაც. ვნახოთ, როგორი იქნება კოალიციის მოქმედება", _ განაცხადა უმაღლესი რადის ვიცე-სპიკერმა იულია ტიმოშენკოს ბლოკის წევრმა ნიკოლაი ტომენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინისა და რუსეთის უმაღლესი საკანომდებლო ორგანოები ყირიმში შავი ყღვის ყოფნისა და რუსეთის მიერ უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ხელშეკრუულებების რატიფიცირებას გეგმავან.
უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა კონსტიტუციურად სცნო.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტისათვის ყირიმში ყოფნის ვადის 25 წლით გახანგრძლივებას რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა დიმიტრ მედვედევმა და ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი უკვე მოაწერეს.