უახლოეს მომავალში სოფელ ველისციხეში, საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურში განუცხადეს.
"მდგომარეობა სტაბილურია, და საგანგებო მდგომარეობა მალე დღის წესრიგიდან მოიხსნება", - აცხადებენ კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ ჭერმისთავში წყალსაცავის დონემ საშიშ ზღვარს გადაჭარბა, რის შემდეგაც სოფელ ველისციხის მოსახლეობას დატბორვის საფრხე შეექმნათ. სპეცდანიშნულების რაზმებმა სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია 22 აპრილს მოახდინეს. ამასთან, ველისციხეში სტიქიური უბედურების თავიდან აცილების მიზნით საგანგებო შტაბი 22 აპრილიდან მუშაობს.