სპარსეთის ყურეში ირანის სამხედრო წვრთნები გრძელდება. ირანელმა სამხედროებმა 5 ახალი "ხმელეთი-ზღვა", "ზღვა-ზღვა" ტიპის რაკეტა გამოცადეს. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ირანელი სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული რაკეტები ირანშია დამზადებული. სამხედრო წვრთნის ფარგლებში ირანელი ჯარისკაცები სამხედრო კატარღებით გემის დაკავების მეთოდებზედაც ვარჯიშობენ.
აშშ-ის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ირანის სამხედრო წვრთნებს. მათი თქმით, ეს ირანის პირველი წვრთნა არაა, თუმცა ამ შემთხვევაში ირანი თავად ცდილობს ყურადღების მიქცევასა და თავისი "სიძლიერის დემონსტრირებას". რეგიონში მყოფმა ამერიკულმა სამხედრო გემებმა ბრძანება მიიღეს, თვალი ადევნონ წვრთნებს და ირანელ დივერსანტებს ესკალაციის საშუალება არ მისცენ.