იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურას დააყენებს. ამის შესახებ რადიოსადგური "ეხო მოსკვი" პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, იაროსლავ კაჩინსკი პრეზიდენტის არჩევნებზე კენჭს ოპოზიციური პარტიის "სამართლია და სამართლიანობის" სახელით იყრის.
ამასთან, ელოდებიან, რომ პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პოლონეთში 20 ივნისს გაიმართება.