აშშ-ის დაზვერვამ დაადასტურა, რომ სამხრეთ კორეული გემი ჩრდ. კორეული წყალქვეშა ნავის ტორპედომ ჩაძირა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" ამერიკელ ოფიციალურ სამხედრო პირებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, 26 მარტს სამხრეთ კორეული გემი "ყვითელ ზღვაში" სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე ჩაიძირა. რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის შესაბამისმა ორგანოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გემი ჩრდ. კორეული წყალქვეშა ნავის მიერ ნასროლმა ტორპედომ ჩაძირა. დღეს ეს ვერსია აშშ-ის დაზვერვამაც დაადასტურა.