ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვლუდ ჩავუშ ოღლუს განაცხადებით, დევიდ უოლშირის მოსკოვში მდებარე ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ საელჩოში ვიზიტი უოლშირის პირადი გადაწყვეტილება იყო.
ამის შესახებ განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს გააკეთა.
~ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი წევრი ქვეყნის სუვერენიტეტს, ეს იყო ბატონი უოლშერის პირადი გადაწყვეტილება და ამ საკითხზე მე მას უკვე ვესაუბრე~ - აღნიშნულა მან.
სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რუსეთ-საქართველოს საკითხზე რეზოლუციას აღარ მიიღებენ.
როგორც ქართულ საგარეო უწყებაში განმარტავენ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ვითარებაზე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა რეზოლუციის ერთიანი ტექსტის მომზადებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ თავდაპირველად გადაწყდა, რომ მომხსენებლები რეზოლუციის ორ ალტერნატიულ ტექსტს - მათიას იორშისა და დევიდ უილშირის მოხსენებებს ცალ-ცალკე განიხილვდნენ.
თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დევიდ უილშირის მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩთან ვიზიტი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ამით ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საერთაშორისო პრინციპები დაარღვია, უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა და 25 აპრილს, კვირას ევროსაბჭოს კომიტეტის სხდომა დაინიშნა.
სხდომაზე გადაწყდა, რომ დევიდ უილშირის სეპარატისტების ე.წ. ელჩთან ვიზიტი საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო, ამიტომ საპარლამენტო სესიაზე რეზოლუციის ტექსტის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.