პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილი მერაბ ბათირაშვილი, გაიოზ ბორჩაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებები სირიაში ე.წ ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად ხეობიდან ახალგაზრდების ექსპორტის ხელშეწყობას უკავშირდება. პანკისის პარალელურად დაკავებები თბილისში და თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაშიც მიმდინარეობს. პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ადგილობრივები დღეს 10:00 საათზე საპროტესტო აქციას გეგმავენ.