ბრიტანეთის ელჩის იემენში, ტიმ ტორლოტის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ინციდენტი იემენის დედაქალაქ სანააში მოხდა. "სი-ენ-ენის" ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არც ელჩი და არც სხვა ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი არ დაშავებულა. იემენში ბრიტანეთის საელჩომ დროებით მუშაობა შეწყვიტა.
ადგილობრივი პოლიცია ინციდენტში "ალ ქაიდას" მონაწილეობას არ გამორიცხავს. როგორც ცნობილია, იეემენში "ალ ქაიდას" ქსელის ლიდერი ანვარ ალ-ავლაკი რამდენიმე თვის წინ ბრიტანელ და ამერიკელ დიპლომატებს დაემუქრა და ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.