13-14 ივნისს ბათუმში სასტუმრო რედისონში, ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია (GIMPHA) და "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას გამართავენ, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოეთში მოღვაწე 25 ექიმი მიიღებს მონაწილეობას.
ამ დღისთვის ბათუმში სპეციალურად ჩამოვა ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმების ჯგუფიც, რომლებიც კონფერენციაზე მედიცინის კონკრეტულ დარგებში მსოფლიო მიღწევების შესახებ მოხსენებებით წარდგებიან.
2 დღის განმავლობაში კონფერენციის ფარგლებში 6 სამეცნიერო სესია გაიმართება და ძირითადი თემები ონკოლოგიას, პალიატიურ მზრუნველობას, ევთანაზიის ეთიკურ ასპექტებს, შაქრიანი დიაბეტის მართვას, მწვავე ინსულტების თანამედროვე მკურნალობას და ღვიძლის ტრანსპლანტაციას დაეთმობა.