გაზეთმა Sunday Times--მა ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა.
შარშანდელის მსგავსად, სიის პირველი სამეული უცვლელია - პირველ ადგილს ინდოელი ბიზნესმენი ლაკშმი მიტალი იკავებს, მეორეს - რუსი რომან აბრამივიჩი, მესამეს - ბრიტანელი ჯერალდ ქავენდიშ როვენორი, რომელიც ვენსმისტერის ჰერცოგია. გასულ წელთან შედარებით, სამივე მათგანი მხოლოდ გამდიდრდა.
აბრამოვიჩის ქონება Sunday Times--მა 7.4 მლრდ ფუნტ სტერლინგად (11.4 მლრდ დოლარი) შეაფასა. გასულ წელთან შედარებით, იგი 6 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, აბრამოვიჩმა შეიძინა ახალი იახტა, რომელიც ფოტოგრაფებისგან თავის დასავაცად სპეციალური ლაზერული სისტემითაა აღჭურვილი.
მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მეტალურგიული კომბინატის თანამფლობელის ლაკშმი მიტალის ქონება 22.4 მლრდ ფუნტადაა შეფასებული (34,4 მლრდ აშშ დოლარი) ხოლო ვენსმისტერის ჰერცოგის - 6.7 მლრდ ფუნტად (10.3 მლრდ აშშ დოლარი).
მდიდართა პირველ ათეულში კიდევ ერთი რუსი მოხვდა - "მეტალოინვესტის" თანამფლობელი ალიშერ უსმანოვი, რომლის ქონებაც 4.7 მლრდ ფუნტადაა (7.2 მლრდ აშშ დოლარი) შეფასებული.
აღნიშნულ სიაში 41-ე ადგილზე 1.3 მლრდ ფუნტის (2 მლრდ დოლარი) ქონებით კომპანია "რუსნეფტის" დამფუძნებელი მიხაილ გუცერიევი აღმოჩნდა. 2007 წელს რუსეთში მის დასაკავებლად ორდერი გაიცა, გუცერიევმა საკუთარი აქციები 3 მლრდ აშშ დოლარად გაყიდა და ლონდონში გადავიდა.