მორიგი თავდასხმა აფხაზეთში. სოხუმში დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი დაჭრეს. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსს, ბადრი ჯიკირბას ცეცხლი მიცუბიშის მარკის ავტომანქანიდან გაუხსნეს, რის შედეგადაც ის მხარში დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.