სიღნაღელი ფერმერები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და დაყადაღებული ქონების გაყიდვის შეჩერებას სთხოვენ. მათი თქმით, რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის სარჩელი და გვალვისგან დაზარალებულ მოსახლეობას დაყადაღებულ ქონებას აუქციონის წესით გაუყიდის. ფერმერების მტკიცებით, მათ 2014 წელს გვალვის გამო მოსავალი ვერ მიიღეეს, მიწის გადასახადი ვერ გადაიხადეს და სახელმწიფოს მიმართ დავალიანებები სწორედ ამის გამო დაუგროვდათ.