ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ატენის ხეობის სოფლების საცხოვრებელი სახლები გზები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და წვრილფეხა ცხოველი. რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სოფელს მთლიანადაა მოწყვეტილი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ატენის ხეობა უკვე მეორედ დაისეტყვა. განადგურებულია ხეხილისა და ყურძნის მოსავალი. წყალმა ნათესებიც წაიღო. გზების გასაწმენდად და წყლის ამოსატუმბად ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. დაზარალებული სოფლების შემოვლას გვიან ღამემდე ახორციელებდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი.