თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რუსტამ მინიხანოვის მიწვევით, ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი არტურ მექვაბია 11 ივნისს ყაზანში გაემგზავრა.
დღესვე ის თათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს მინტიმერ საიმიევს შეხვდება, ხვალისთვის კი, არტურ მექვაბიას ხელმძღვანელობით, ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციასა და პრეზიდენტ რუსტამ მინიხანოვის შეხვედრაა დაგეგმილი.
როგორც აფხაზური მედია-საშუალებები იუწყებიან, მხარეები ერთმანეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.