აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ირანის კონსულს ჰოსეინ მაშჰადს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ურთიერთობებს. არჩილ ხაბაძემ სტუმარს რეგიონის კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო და მოისმინა კონსულის იდეები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
არჩილ ხაბაძის განცხადებით: “შეხვედრაზე გამოიკვეთა ირანიდან ინვესტიციების შემოტანის ინტერესი. ასევე გამოითქვა სურვილი რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად უახლოეს მომავალში ირანელი ბიზნესმენების ჩამოყვანის შესახებ. ბატონი კონსული მონდომებულია, ინიციატივები აქვს და ვფიქრობ მომავალში კარგი თანამშრომლობა შედგება.“
„შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მაგრამ ამავე დროს ვისაუბრეთ იმ დარგებზე, რომელშიც ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვიძლია და თანამშრომლობა. ეს არის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კულტურა. ყველა იმ საკითხზე ვილაპარაკეთ, რაც შეიძლება რომ ერთობლივად გავაკეთოთ,“ - განაცხადა ჰოსეინ მაჰშადიმ.