ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ქართული სახელმძღვანელოების საკითხს ჟენევის ფორმატში განიხილავენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, გალის სკოლები შესაძლოა უწყებამ ქართულენოვანი წიგნებით ვეღარ მოამარაგოს.
"ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხზე მუშაობა და ამისათვის ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ ჟენევის ფორმატს, სადაც დაგეგმილია ამ საკითხების განხილვა," - განმარტა თამარ სანიკიძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან გალის რაიონის სკოლები მთლიანად გადავიდეს სწავლების ფხაზურ პროგრამაზე და მოხდეს მასწავლებლების გადამზადება. სავარაუდოა, რომ გალელ პადაგოგებს ასევე აეკრძალებათ საქართველოს განათლების სამინისტროდან ხელფასების მიღებაც.