ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ქალაქ ალაგირში, სასმელი წყლის მოხმარების შედეგად, 54 ადამინი, მათ შორის 22 ბავშვი მოიწამლა. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას, ალაგირის ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო TACC-ი ავრცელებს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრის ვლადიმერ სელივანოვის შეფასებით, ჰოსპიტალიზებულთა მდგომარეობა საშუალო სირთულისაა.
წინასწარი მონაცემებით, მასობრივი მოწამვლის მიზეზი სასმელი წყლის ცენტრალური მილის დაზიანება და ამ გზით წყლის დაბინძურება გახდა.
ალაგირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა მოსახლეობას აფრთხილებს, დაზიანების აღმოფხვრამდე მხოლოდ გადადუღებული წყალი დალიონ.