სტიქიის შედეგად გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სახლი დაზიანდა. სოფელ სვენეთში გოდელაშვილების ოჯახი სახლის ავარიული მდგომარეობის გამო ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. დაზარალებულები გვიან ღამით გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულა. დღეს კი მათი დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოხდება.