ყვარელში ძლიერმა ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა, რის გამოც ყვარელი-თელავის დამაკვაშირებელ მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შედერხდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სტიქიის ზონაში გზის გაწმენდით სამუშაოებს გვიანობამდე ატარებდნენ. ქარიშხალს თან სეტყვაც დაერთო, თუმცა ზარალის შესახებ ინფრომაცია არ გავრცელებულა. ყვარლის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.