ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის და მილიციის თანამშრომლებმა, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ამავე სოფლის მკვიდრი, 1959 წელს დაბადებული გურამ ანჩაბაძე დააკავეს.
მას ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი აკრძალული მცენარეების მოშენება-მოყვანის ბრალდება წარედგინა.
ანჩაბაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან აფხაზმა სამართალდამცავებმა 178 ძირი საეჭვო, ,,მწვანე ფერის” მცენარე ამოიღეს.
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული მცენარეებიდან 156 ძირი ,,ყაყაჩოს,” ხოლო 22 ძირი - ,,კანაფის” სახეობას განეკუთვნებოდა. დაკავებულმა ბრალი უკვე აღიარა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.