დღეს, 26 აპრილს, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას რუსეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკრაინას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებმა რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმეს, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ვადის 2042 წლამდე გაგრძელების და გაზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.