ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მინისტრთა კაბინეტს დაავალა, თავიანთი უწყებების საკადრო ოპტიმიზაციის გეგმა ორი კვირის ვადაში მზად ჰქონდეთ.
მისი თქმით, პრეზიდენტის სათანადო ბრძანებულება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც სამინისტროების, სხვადსხვა უწყებისა და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში საშტატო ერთეულების 15 %-მდე შემცირება უნდა მოხდეს.
,,მინიმუმ 15 %-ით უნდა შევამციროთ საშტატო ერთულები. უმრავლეს სტრუქტურაში დუბლირებული ფუნქციის სამსახურები არსებობს, რაც დაუშვებელია. ფინანსების ეკონომიის თვალსაზრისით, მსგავსი სამსახურები უნდა გაუქმდეს. გამოთვისუფლებული თანხა კი სხვა თნამშრომლების მატერიალურ წახალისებას უნდა მოვახმაროთ.”- განაცხადა ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
მან ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ არტურ მექვაბიას და ვიცე-პრემიერს ამ საქმეშ აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისი ბრძანებულების შესრულებას ხელი არავინ უნდა შეუშალოს.
,,არავითარი დათმობა! არავითარმა ნათესაურმა კავშირებმა არ უნდა გვაიძულოს, რომ ვინმეს შტატი შევუნარჩუნოთ. სახელმწიფო სახსრების განიავება დაუშვებელია!” - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა.