ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია უპერსპექტიოა.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
"ეს რა ორგანიზაცია, თუ ერთ ქვეყანაში სისხლი იღვრება და სახელმწიფო გადატრიალება ხდება, ამაზე არავის რეაქცია არ აქვს", - აღნიშნა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ლუკაშენკომ.
ამასთან, ბელორუსიის პრეზიდენტის განცხადებით, ამის გათვალისწინებით კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება დასწრების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი არიან გაწევრიანებული.