რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სატელეფონო საუბრის დროს ირანის ბირთვული პროგრამა განიხილეს.
ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის საგრეო უწყების ინფორმაციით, ლავროვმა და კლინტონმა საუბრისას აღნიშნეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის დარეგულირება "ექვსეულის" წევრების აზრის გათვალისწინებით, თანხმობის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელის სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინციატივით გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ირანის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ "ექვსეულში" რუსეთი, აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია შედიან.