ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთისა და თბილისის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი ჩაიკეტა. ღვარცოფმა სოფელ მისაქციელთან ლოდები და ხეები ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა რამდენიმე სატვირთო ავტომობილი. ადგილზე სატრანსპორტო მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში შეზღუდული იყო. სტიქიამ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც გამოიწვია, თუმცა საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.