გიორგი შეთეკაურის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამძებრო სამუშაოების დაწყებას ხელს რთული მეტეოეროლოგიური პირობები უშლის. მეწყერი შატილიდან 25 კილომეტრში დაუსახლებელ რაიონშია ჩამოწოლილი. მასში 500-მდე ცხვარი და საქონელია მოყოლილი. შემთხვევის ადგილამდე მისვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სამაშველო ოპერაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკის მიყვანა რთული რელიეფის გამო შეუძლებელინ ხდება.