საოკუპაციო ხაზიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფ ბერშუეთის მკვიდრი ამირან დურგლიშვილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მაშინ წაიყვანეს, როდესაც 60 წლის მამაკაცი სოფელთან ახლოს საქონელს მწყემსავდა. დურგლიშვილი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.