რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ხვალ, 26 აპრილს, უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ინფორმაციას რუსეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკრაინას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებმა რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმეს, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ვადის 2042 წლამდე გაგრძელების და გაზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.