ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში, წმინდა სამების სახელობის რუსული მართლმადიდებლური ტაძრის ასაშენებლად, მიწის ნაკვეთი გამოიყო.
ამის შესახებ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოცილაურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გამართულ სხდომაზე ცხინვალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ალბოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ტაძრის მშენებლობისთვის ადგილი ანახარსისის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის მიმდებარედ გამოიყო და სპეციალისტებმა გრუნტის შესწავლა უკვე დაიწყეს.
ალბოროვის განმარტებით, წმინდა სამების რუსული ტაძარი ბიზანტიური სტილის იქნება.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში რუსული ეკლესიის აშენების საკითხი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვსა და რუსეთის პატრიარქ კირილს შორის 2014 წლის სექტემბერში შეთანხმდა.