ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან ჩელუსკინელების ქუჩას ,,აფხაზეთის გმირის” ბესლან ჯელიას ქუჩა ეწოდება.
აფხაზური პრესის ინფორმაციით, მან 1992 წლის 14 აგვისტოს, საომარი კონფლიქტის დაწყების დღესვე, სოხუმის წითელ ხიდზე საქართველოს არმიის ტანკი გააუვნებელყო.
ბესლიან ჯელია, იმავე წლის 24 აგვისტოს, სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში მიმდინარე ბრძოლისას დაიღუპა, როცა იქ დაბანაკებულ მის ჯგუფს ქართველმა მეომრებმა ალყა შემოარტყეს.
,,აფხაზეთის გმირის” წოდება მას სიკვიდილის შემდეგ მიანიჭეს.