რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ორი წლის შემდეგ რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მედვედევმა ნორვეგიული გაზეთისათვის "Aფტენპოსტენ" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"იმ შემთხვევაში თუკი ეს აუცილებელი იქნება ჩემი ქვეყნისათვის და ბოლო წლებში ჩამოყალიბებული და მიმდინარე კურსის შენარჩუნებისათვის (მხედველობაში მაქვს პერიოდი, როდესაც ხელისუფლების სათავეში ვლადიმერ პუტინი იდგა და ჩემი მმართველობის პერიოდი), მაშინ მე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც ამ არჩევნებში მონაწილეობას", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა და აღნიშნა, რომ ამისათვის საჭიროა რამდენიმე პირობა: პირველი პირობა მისი თქმით, არის ის, რომ მისი მუშაობის შედეგები მისაღები უნდა იყოს რუსეთის მოქალაქეებისათვის.
"ამიტომაც, ვნახოთ", _ განაცხადა მედვედევმა.