30 მაისს ქუთაისში, „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი და თანამედროვედ აღჭურვილი ონკოლოგიის ცენტრი გახსნა.
ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს შესთავაზებს, სადაც სხივური და მედიკამენტოზური თერაპიის განყოფილებებს უცხოეთის წამყვანი ონკოლოგიური კლინიკების ონკოლოგები გაუწევენ ზედამხედველობას.
„ონკოლოგიის ცენტრი“ ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა მთელს იმერეთის რეგიონში, სადაც „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ ხაზოვანი ამაჩქარებელი აპარატის დამონტაჟება განახორციელა, რომელიც რთულად მისადგომ სიმსივნურად დაზიანებულ უბნებში მიზნობრივ დასხივებას ახორციელებს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ონკოლოგიაში, მკურნალობით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს და გართულებებს მინიმუმამდე ამცირებს.
დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქრონიკულ ონკოლოგიურ პაციენტებს რეგიონიდან გასვლა აღარ მოუწევთ, რადგან ცენტრში ონკოლოგიური სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მიზნით.
დასავლეთ საქართველოს ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა