დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში სერგეი ბაგაფშს მისი მეგობრები, თანამოაზრეები და თანამებრძოლები იხსენებენ.
მისი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, მის საფლავზე, მშობლიურ სოფელ ჯგერდაში, დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს ე. წ. მეორე პრეზიდენტის ხსოვნას.
სერგეი ბაგაფში დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტად პირველად 2005 წლის 12 იანვარს, მეორედ კი 2009 წლის 12 დეკემბერს აირჩიეს.
სერგეი ბაგაფში მანამდეც, 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, თვითგამოცხადებულ აფხაზეთის სხვადასხვა მაღალ სახელისუფლებო პოსტს იკავებდა.
1997-99 წლებში იყო დე ფაქტო აფხაზეთის პირველი ვიცე-პრემიერი, ხოლო ამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სახელმწიფო კომპანია ,,ჩერნომორენერგოს” ჩაუდგა სათავეში.
მისი ე. წ. პრეზიდენტობის პერიოდში, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ ერთეულად აღიარა
სერგეი ბაგაფში მეორე საპრეზიდენტო ვადის დაუსრულებლად, 20011 წლის 29 მაისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.