საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 29 მაისის 10:00 სთ-დან 10 ივნისის 10:00 საათამდე მარჯვენა გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს (#20/8-862000) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.