ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რუსეთი 2017 წლამდე კურორტ გაგრის განვითარების საქმეში 1, 3 მილიარდ რუბლს ჩადებს.
ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრად მყოფმა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრმა ლევ კუზნეცოვმა განაცხადა.
,,ამ საკურორტო ქალაქში მიმდინარე წლიდან 2017 წლამდე სულ 1, 3 მილირადი რუბლის ინვესტიცია განხორციელდება.” - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე კუზნეცოვმა.
და განმარტა, რომ აფხაზეთის, როგორც ტურისტული ცენტრის განვითარებას ხელს უშლის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა.
,,ჩვენ ვიცით, რომ ეს მოძველებული ელექტროგაყვანილებების მიზეზით ხდება.
დღეისთვის ქალაქის მთავარი ქვესადგურის, პრაქტიკულად, ყველა ტექნიკური მოწყობილობა გამოსაცვლელია.
ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შევუდექით მუშაობას და
2016 წლამდე აფხაზეთში მოქმედი ყველა ელექტრო ქვესადგურის მოდერნიზაცია მოხდება, რისთვისაც 250 მილიონი რუბლია გამოყოფილი.” - განაცხადა რუსმა მინისტრმა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ხსენებული საინვესტიციო პროგრამით, ორ წელიწადში ოკუპირებული აფხაზეთისთვის 9, 3 მილიარდი რუბლის გამოიყოფაა დაგეგმილი, რომლის 65 % სწორედ ტურისტული ბაზების განვითარებას მოხმარდება.