ხვალ, 24 აპრილს, 95 წელი სრულდება მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის განხორციელების დაწყებიდან - სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში. გენოციდის შედეგად თავისვე ისტორიულ სამშობლოში 2 მილიონზე მეტი სომეხი განადგურდა. გენოციდი კლასიფიცირდება როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.
დღეისათვის, სომეხთა გენოციდი მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს, რომელთა შორისაც ევროპის კავშირი და ევროპის საბჭო არიან. დღესდღეობით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს სომეხთა გენოციდის განხილვის და აღიარების პროცესი (მაგალითად: აშშ, ისრაელი, ესპანეთი, ბულგარეთი, სერბეთი და ა. შ.).
საქართველოს სომეხთა სათვისტომო ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვას ითხოვს
12 აპრილს საქართველოს სომეხთა სათვისტომომ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვის თაობაზე თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართა. წერილები კანონპროექტის ინიცირების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებს, ასევე საქართველოს პარლამენტის სომხური წარმომავლობის დეპუტატებს გაეგზავნა.
სომხურმა ორგანიზაციებმა სომხური წარმომავლობის დეპუტატებს მოუწოდეს, გამოვიდნენ განცხადებით და მოუწოდონ პარლამენტს, პატივი მიაგონ 1915-1923 წლებში სომხების გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლების ხსოვნას.
მიმართვის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს სომხური სათვისტომო, საქართველოს სომხური თანამშრომლობის ცენტრი და საქართველოს სომეხ სტუდენტთა ასოციაცია.