ყირიმელმა სპელეოლოგმა გენადი სამოხინმა ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე კრუბერის მღვიმე დალაშქრა, რომელიც მსოფლიოში არსებულ უფსკრულებს შორის დღეისთვის ყველაზე ღრმა უფსკრულად არის მიჩნეული.
ის მღვიმეში მიწის ზედაპირიდან 2 199 მეტრის სიღმეზე ჩაეშვა და ამ გზით მსოფლიო რეკორდი მოხსნა.
კრუბერის მღვიმეში ექსპედიცია უკრაინის სპელეოლოგთა ასოციაციის მიერ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
მასში რამდენიმე ქვეყნის უმაღლესი დონის 30 პროფესიონალი სპელეოლოგი მონაწილეობდა.
ექსპედიცია თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, აქედან სპეციალისტებმა 27 დღე მღვიმეში გაატარეს.
,,ჩვენი პრიორიტეტული მიზანი, მღვიმის მაქსიმალური სიღრმის დალაშქვრა იყო.
მიწის ზედაპირიდან 2 148 მეტრზე მშრალი მონაკვეთი მთავრდება და წყლიანი ნაწილი იწყება. დანარჩენი 50, 5 მეტრის სიღმეზე წყალქვეშ ჩასვლა სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით შევძელი.” - განაცხადა სამოხინმა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს უღრმესი კრუბერ-ვორონიას მღვიმე საქართველოს ოკუპირებულ მხარეში, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ე. წ. არაბიკას მთის მასივში მდებარეობს და მისი სიღმე 2199 მეტრს შეადგენს.