მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს სასამართლო სისტემის/ბერკეტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აღქმაც კი საქართველოში. ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, იან კელიმ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტში გამოსვლისას ერთ-ერთი სენატორის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ყოფილი პოლიტიკური ლიდერების სამართლებრივ დევნას ეხებოდა.
"ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, ელჩ ნორლანდს ბევრი სასარგებლო კონსულტაცია ჰქონდა ოფიციალურ პირებთან: ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს სასამართლო სისტემის/ბერკეტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აღქმაც კი. ამავე დროს აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა ყველა საქმესთან მიმართებაში სასამართლო და მართლმსაჯულების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყოს. საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ",- აღნიშნა კელიმ.
იანკელი შშ-ის ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ ნორლანდს 2015 წლის ზაფხულში შეცვლის.