ქართული მხარის მოლოდინია რიგის დეკლარაციაში ჩაიწეროს კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეიძლება ამოქმედეს უვიზო რეიმი. ამის შესახებ, უშიშროების საბჭოს მდივნამა ირინა იმერლიშვილმა რიგის სამიტის შეფასებისას განაცხადა.
,,მაქვს მოლოდინი, რომ რეზოლუციაში მოხდება ჩასწორება და მასში მითითებული იქნება კონკრეტული რიცხვი, როდის შეიძლება იყოს მიღებული ვიზალიბერალიზაცია. რიგის სამიტიდან თავისუფალი სავიზო რეჟიმის წამოღებას ჩვენ არც ვაპირებდით. არც ერთ ოფიციალურ პირს მსგავსი მოლოდონის თაობაზე კომენტარი არასდროს გაუკეთებია. თუმცა, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან მივიღებთ მეტ მხარდაჭერას და ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, თარიღის დაკონკრეტდება", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.