ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში, პორტის მიმდებარედ არსებულ კონსტიტუციის მოედანს ოკუპირებული აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის სერგეი ბაგაფშის ხსოვნის პატივსაცემად, მისი სახელი 2012 წელს მიანიჭეს.
სოხუმის ადმინისტრაცია კომუნალური და გამწვანების სამსახურების თაოსნობით საკურორტო სეზონის დაწყებამდე ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოედნის კეთილმოწყობას იწყებს.
სოხუმის კომუნალური სამსახურის უფროსის ელენა ატეპინას განცახდებით, ბაგაფშის მოედანზე ყვავილები დაირგვება, მწვანე ნარგავებით ლამაზად გაფორმდება და ავტომობილების პარკირების პრობლემაც მოგვარდება.