უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა აღიარა, რომ რუსეთის შემოთავაზებაზე, ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გახანგრძლივების ტაობაზე არჩევანის საშუალება არ ჰქონდა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა კრიზისშია, გაზზე ფასი კი უკრაინაში ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია.
ამის შესახებ ინფორმაციას "ნეზავისიმაია გაზეტა" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვითარება გასულ წელს ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს მიერ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ შექმნა.
რუსული გამოცემის ინფორმაციით, იანუკოვიჩმა ფაქტიურად აღიარა, რომ რუსეთმა ხარკოვში წამატებით განახორციელა თავის ინტერესები, ხოლო უკრაინულ მხარეს მანევრირების საშუალება არ მიეცა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინაში ყოფნის ვადა 25 წლით გაუხანგრძლივდა. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოაწერეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის დუმა ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ვადის გაგრძელების შეთანხმების რატიფიცირებას სავარაუდოდ 27 აპრილს მოახდენს.