საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტი რიგაში დაიწყო. ვიზიტის პირველი შეხვედრა, რამდენიმე საათში, ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში უმასპინძლებს.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პირველ პირთან საუბრის მთავარი თემები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეოთხე სამიტის შედეეგბი, სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ლატვიასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა იქნება.
დღესვე, საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრება ოფიციალურ მიღებებს, რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.
ასევე, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან.