პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2014 წლის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა.
კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის ანგარიში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ არჩილ მესტვირიშვილმა დღეს წარუდგინა. საპარლამენტო უმრავლესობის კითხვები ძირითადად კრიტიკული იყო. ისინი მიიჩნევენ, რომ ვალუტის გაუფასურების პროცესში ეროვნულ ბანკს უფრო ეფექტური და დროული ზომები უნდა მიეღო.
კომიტეტის წევრებმა მესტვირიშვილის მოსმენის შემდეგ, ანგარიშს კენჭი უყარეს და როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, კომიტეტის არცერთმა წევრმა დასკვნას დადებითად არ შეაფასა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლმანეტში დასკვნას თავად 25 მაისს წარადგენს.