21-26 მაისს გაერო-ს აზიისა და ოკეანიისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) ორგანიზებით, ტაილანდში, ქ. ბანგკოკში ყოველწლიური კონფერენცია იმართება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, კომისიის ორგანიზებით ბანკოკში გაიმართება ყოველწლიური კონფერენცია და მაღალი დონის ფორუმი გაერო-ს ახალი დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGS) დაკავშირებით.
ღონისძიება ეძღვნება 2015-2030 წლების პერიოდში გაერო-ს მდგრადი განვითარების 17 მიზნის (SDGS) განხორციელების განხილვას, UN ESCAP-ის წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ინვესტიციების მოზიდვას და აბრეშუმის გზის ალტერნატიული დერეფნების განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა.
საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ორმხრივი შეხვედრები UN ESCAP-ის აღმასრულებელ მდივანთან შამშად ახტართან, ფორუმში მონაწილე წევრი ქვეყნებისა და ტაილანდის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან.