ევროკავშირისა და ნატოსგან იმედგაცრუებული საქართველო ისევ რუსეთისკენ იყურება. ამ სათაურით სტატიას გერმანული გამოცემა "ველტი" აქვეყნებს. "აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა. მაშინ დასავლეთმა ამიერკავკასიის პატარა რესპუბლიკას მხარი დაუჭირა, თუმცა საქართველოს ევროინტეგრაციული პერსპექტივები დღემდე ბუნდოვანია. ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ძნელად დასაჯერებელია. მძიმეა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაც, რის გამოც საქართველოში სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხსნას რუსეთსა და ევრაზიულ კავშირში ხედავს,"-ნათქვამია სტატიაში.