რიგის სამიტის გახსნამდე საქართველოს, უკრაინისა და მოლოდოვის სამოქალაქო სექტორი ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს პეტიციით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განცხადებას დღეს ევროკომისარ იოჰანეს ჰანს გადასცემენ, სადაც ნათქვამია, რომ რიგის სამიტის დეკლარაციაში სამი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აუცილებლად უნდა აისახოს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამავე მოთხოვნით აქციებსაც ჩაატარებენ.