აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იწყება. საქართველოს დელეგაცია რიგაში იმყოფება. სამიტში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებებს დაესწრება რარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან გამართავს. პირველი აუდიენცია ლატვიის პრეზიდენტის სასახლეშია დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი სიტყვით ევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმზეც გამოვა.