იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ტურისტების კლებასთან სავიზო რეგულაციებს არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ მან გადაცემა „20 30“-ში განაცხადა.
„ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ტურისტების ოდენობა იმ ქვეყნებიდან შემცირდა, მათ შორის უკრაინიდან, რომლებსაც ტურისტული ვიზის რეჟიმი არ დაუწესდათ. როგორც უვიზოდ შემოდიოდნენ, ისე უვიზოდ შემოდიან დღეს. მთავარია ჩავიხედოთ კომპეტენტურ კვლევებში, რომლებიც ამბობენ, რომ ამ სავიზო რეგულაციებს ტურიზმთან დიდი არაფერი კავშირი აქვს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ სავიზო რეგულაციები პირდაპირ კავშირშია ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობასთან.